რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა

უსუფაშვილი: თბილისის ურთიერთობა რუსეთთან ცუდიდან უარესისკენ შეიცვალა

David Usupashvili
Tabula

საქართველოს პარლამენტის თავჯდომარე, დავით უსუფაშვილი აცხადებს, რომ საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობა მკვეთრად დაიძაბა უკრაინაში რუსეთის ინტერვენციის შემდგომ. უსუფაშვილმა ამის შესახებ ინტერვიუ რადიო თავისუფლებას მისცა.

"თბილისის ურთიერთობა რუსეთთან ცუდიდან უარესისკენ შეიცვალა, რამდენადაც ის, რაც დღეს ხდება უკრაინაში, არის იმ პროცესის გაგრძელება, რომელიც 2008 წლის აგვისტოში საქართველოში დაიწყო", - განაცხადა უსუფაშვილმა. მან ასევე დაამატა, რომ რუსეთის ქცევის შეცვლა არც გარეშე ძალებს შეუძლიათ.

რადიო თავისუფლება აღნიშნავს, რომ რუსეთმა გასულ კვირას სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში სამხედრო წვრთნები დაიწყო და ამ ფაქტს უარყოფითი შეფასება მოჰყვა საქართველოს მთავრობის მხრიდან.

"მე ჩემს ბრაზს გამოვხატავ პარლამენტის რეზოლუციებისა და განცხადებების საშუალებით, რადგანაც არაგონივრული იქნებოდა ჩვენი დამოკიდებულების პირდაპირ გამოხატვა - იარაღის ხელში აღებითა და ბრძოლით. ჩვენ კარგი გაკვეთილები მივიღეთ 2008 წელს", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

დავით უსუფაშვილი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება ვაშინგტონში. ცნობისთვის, მისი ვიზიტი ემთხვევა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ამჟამად კი უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს მრჩევლის, აშშ-ში ვიზიტს.

კომენტარები