ზუგდიდის საკრებულო

ზუგდიდის საკრებულოში დეპუტატებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

რუსთავი 2

ზუგდიდის საკრებულოში უმრალესობასა და უმცირესობას შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ერთმანეთს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ბართლომე შელია და ქართული ოცნების წარმომადგენელი გოგა თოდუა დაუპირისპირდნენ.

მმართველი გუნდის წევრმა შელიას ბოთლი ესროლა, რასაც ჩხუბი მოჰყვა. ინციდენტის გამო საკრებულოს სხდომა ჩაიშალა.

დაპირისპირების მიზეზი Facebook-ზე ბართლომე შელიას მიერ გაკეთებული კომენტარი გახდა, რომელშიც ის ხელისუფლებას აკრიტიკებდა.

კომენტარები