საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია

პატრიარქი უარყოფს, რომ გიული ალასანიას სააკაშვილის დაბრუნებაზე ესაუბრა

news.ge

საქართველოს საპატრიარქო ექსპრეზიდენტ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიასა და პატრიარქის შეხვედრასთან დაკავშირებით მცირე განმარტებას ავრცელებს. 

"სოციალურ ქსელებში ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს კათოლიკოს-პატრიარქმა თავისთან დაიბარა ქალბატონი გიული ალასანია, რათა მას "მიშასათვის გადაეცა, დაბრუნდეს და ქვეყანას მიხედოსო", რაც სიმართლეს არ შეესაბამება. როგორც ჭორების უმრავლესობა, ეს ინფორმაციაც მტყუან-მართლის ნაზავია: ქალბატონი გიული მართლაც იყო მოსული საქართველოს საპატრიარქოში იანვრის პირველ რიცხვებში ოღონდ თავისი სურვილით და იმ მიზნით, რომ სხვა მოქალაქეების მსგავსად, მისი უწმინდესობისათვის მიელოცა დაბადების დღე, რასაც იგი გასულ წლებშიც აკეთებდა;

ვიღაცას კი ძალიან სურს სხვა ელფერი მისცეს ამ ჩვეულებრივ ფაქტს. სხვათა შორის, ქალბატონი გიული ალასანიას ახლობელი, ქალბატონი დარეჯან კუხიანიძეც იგივეს წერს თავის ფეის-ბუქის გვერდზე, მაგრამ რატომღაც ტირაჟირდება სხვების "სიმართლე", მისი კი, - არა", - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები