- მას მხარს უჭერს „ასავალ-დასავალი“.
- მას მოსწონს „ასავალ-დასავალი“.
- მან 9 თვის ბარბარე რაფალიანცის მკვლელობა ხელისუფლებაში მოსასვლელად გამოიყენა.
- მან არა მხოლოდ გაათავისუფლა რუსი ჯაშუშები, მკვლელები და ექსტრემისტები, არამედ „პოლიტპატიმრის“ შარავანდედით შემოსა ისინი.
- მან დააპატიმრა ჯაშუშებთან, მკვლელებთან და ექსტერმისტებთან მებრძოლი პოლიტიკოსები და სამართალდამცავები.
- მან იუსტიციის სახლის წინ მონუმენტი გაუხსნა სახელმწიფოზე კრიმინალური სამყაროს რევანშს.
- მან პოლიციის დღეზე მადლობის სიგელით დააჯილდოვა თბილისის პოლიციის ყოფილი უფროსი სოსო ალავიძე.
- მან ჩვენს ყოველდღიურობაში დააბრუნა მკვლელობა, ყაჩაღობა და ადამიანების დაუთოება. ამ ფონზე, ის გვარწმუნებს, რომ კრიმინალი შემცირდა.
- მან გააფორმა საპროცესო შეთანხმება ბედუკაძესთან.
- მან დააბრუნა თენგიზ კიტოვანი, ლევან პირველი, ლევან მამალაძე, კახა თარგამაძე, ემზარ კვიციანი, კოკა ყანდიაშვილი და წითელი ინტელიგენცია.
- მან აღადგინა უვიცი უქნარების თანამდებობებზე დანიშვნის ტრადიცია, ნათესაობის, ნაცნობ-მეგობრობისა და პიროვნული ერთგულების ნიშნით.
- მან ვერ იპოვა ვერცერთი მონოპოლია და ვერცერთი კარტელური გარიგება.
- მან ვერ იპოვა „ელიტური კორუფციის“ ვერცერთი ფაქტი.
- მან დააბრუნა „არაელიტური“ - ტრადიციული, მამა-პაპური კორუფცია და, რეაქციული საკანონმდებლო ცვლილებებით, ინსტიტუციური ფორმა მისცა მას.
- ის ადამიანებს დაჰპირდა უფასო ფულს. და დააჯერა, რომ ასეთი რამ არსებობს.
- მან სისხლის სამართლის საქმე აღძრა ქართულ განათლებაში ყველაზე დიდი ინვესტორის, კახა ბენდუქიძის წინააღმდეგ და ავტორიზაცია გაუუქმა მის უნივერსიტეტს.
- მან პრეზიდენტად მარგველაშვილი, პრემიერმინისტრად - ღარიბაშვილი, თბილისის მერად - ნარმანია, ფინანსთა მინისტრად - ხადური, იუსტიციის მინისტრად - წულუკიანი, კოლაბორაციის მინისტრად - ზაქარეიშვილი, უმრავლესობის ლიდერად - საგანელიძე, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარედ - ბესელია, ბესელიას მოადგილედ - ფოფხაძე, მთავარ პროკურორად - ფარცხალაძე, შს მინისტრად - ჭიკაიძე, ომბუდსმენად - ნანუაშვილი, პოლიციის აკადემიის პრორექტორად - კურტანიძე დანიშნა. თანამდებობები და გვარები პირობითია, სია - უსასრულო.
- ის ვერ იჯერებს, რომ მეზობელი სახელმწიფოების ტერიტორიების დაპყრობა რუსეთის სტრატეგიაა.
- ის თვლის, რომ სომხეთის საგარეო კურსი საქართველოსთვის მისაბაძია და რომ საქართველოს გაწევრიანება „ევრაზიულ კავშირში“ მიუღებელი არაა.
- მან თქვა, რომ ცხინვალში არაფერი ხდებოდა, იქ მხოლოდ 1 კედელი იყო ჩამონგრეული, როცა საქართველომ ომი დაიწყო.
- მან საქართველოს საკითხი მოხსნა საერთაშორისო დღის წესრიგიდან.
- ის ამტკიცებს, რომ საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული წარმატებები სიცრუეზე იყო დაფუძნებული.
- მან გააჩერა ლაზიკის პორტის, ყარსი-ახალქალაქის, შემოვლითი რკინიგზის და ყველა სხვა ინფრასტრუქტურული პროექტი.
- მან გააუქმა ქართული სამხედრო წარმოება.
- მან გვაჩუქა სარეცეპტო რეფორმა და წამლების შავი ბაზარი.
- სავიზო ანტირეფორმა.
- შემცირებული ტურიზმი.
- შემცირებული ინვესტიციები.
- შემცირებული ექსპორტი.
- ხელისუფლების წარმომადგენელთა ხელფასები, „სახელფასო დანამატები“ და პრემიები, 147 მილიონის მანქანები, 20 მილიონის სასტუმრო-რესტორნები, ფლანგვა და ფუფუნება - ეკონომიკიდან დაკარგული 4 მილიარდის ფონზე.
- სოჭის ოლიმპიადა.
- აეროპორტიდან გამქრალი „რემენა“.
- ჰაკიმ ფაშა.
- სამარ ჩოკუტაევი.
- 8 თებერვალი და „პოლიტპატიმრების“ დეფილე ეროვნულ ბიბლიოთეკასთან.
- 17 მაისი.
- საყდრისი.
- „პანორამა თბილისი“.
- „105 ახალი ქარხანა“ და „10-მილიარდიანი საინვესტიციო ფონდი“.
- ლარის კურსი.
- „ადრონული თერაპიის მეგაპროექტი“ და „200-სერიიანი ფილმი“ იმაზე, თუ რა ცუდი იყო ადრე და რა კარგია ახლა - როგორც კომპენსაცია ამ ყველაფრისთვის.
P.S. მან არ იცის არცერთი ენა, ქართულის ჩათვლით.
NB: ამ სიაში გაცნობიერებულად არ შემიყვანია ციხეში მოკლული არცერთი პატიმრის, ამნისტირებული რეციდივისტების მიერ მოკლული არცერთი პოლიციელის, არცერთი მოკლული მოწმის თუ „თვითმკვლელობამდე მიყვანილის“ სახელი: არ მინდა, ხელისუფლებაში მყოფ გვამებით მოვაჭრეებს დავემსგავსო.