კრიზისი უკრაინაში

კერი: თუ მარიუპოლთან სიტუაცია გართულდება, ამას მნიშვნელოვანი პასუხი მოჰყვება

NATO

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ჯონ კერის განცხადებით, რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესება არ არის გამორიცხული.

"აშკარაა, ის, რაც მოხდა დებალცევოში, ბრძოლის გაგრძელებაა და დარღვევას წარმოადგენს. მინსკის შეთანხმება მრავალჯერ დაირღვა. ახლა უნდა შევაფასოთ, ექნება თუ არა ადგილი დაძაბულობის შემცირებას. თუ მარიუპოლთან ან სხვა ადგილას სიტუაცია გართულდება, ამას გაცილებით მნიშვნელოვანი პასუხი მოჰყვება", - თქვა კერიმ.

უკრაინაში ღამემ შედარებით მშვიდად ჩაიარა. სროლა შუაღამემდე დონეცკის მახლობლად ისმოდა. უკრაინელ მებრძოლებს შორის არავინ დაღუპულა. სეპარატისტების განცხადებით, მათ გამყოფი ხაზიდან ტექნიკის გაყვანა დაასრულეს. თუმცა, კიევი ჯერჯერობით ამ ფაქტს არ ადასტურებს.

კომენტარები