თბილისის მერია

ენმ თბილისის მერიას ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს

თბილისის საკრებულოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები თბილისის მერიას ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებენ. მათი განცხადებით, თბილისის მთავრობა "ქამრების შემოჭერის" ინიციატივის ფონზე არაადეკვატურად იქცევა, როდესაც თანხებს ბაღების სააგენტოსთვის მანქანების ყიდვაში, სარეკლამო ხარჯებსა და კანცელარიისა და შსს-ს შენობის გარე განათებისთვის ხარჯავს.

ოპოზიციის განცხადებას უსაფუძლოდ მიიჩნევს მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსი ავთანდილ სუდაძე. თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრის ჯაბა სამუშიას განცხადებით კი, ეს პროექტები ბიუჯეტით არის გათვალისწინებული.

ბაღების სააგენტოსთვის მანქანების ყიდვისა და გულუას ქუჩაზე მდებარე შსს-ს შენობის გარეგანათების საკითხს თბილისის საკრებულო ბიუროს სხდომაზე დღეს განიხილავს.

კომენტარები