თანამშრომელზე ზეწოლა

ფარული ჩანაწერი - გეგი ნიჟარაძეს თანამშრომელზე ზეწოლაში ისევ ადანაშაულებენ

არასამთავრობო ორგანიზაცია მედიატორი თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელს, გეგი ნიჟარაძეს თანამშრომელზე ზეწოლაში ადანაშაულებს. ორგანიზაცია ფარულ ჩანაწერსაც ავრცელებს, რომელშიც, მედიატორის ხელმძღვანელის მტკიცებით, ნიჟარაძე თანამშრომელს სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე განცხადების დაწერას აიძულებს. ორგანიზაციის ხელმძღვანელი ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ გეგი ნიჟარაძის თბილისის მერიიდან გათავისუფლება საკმარისი არ არის და სამართალდამცველ ორგანოებს მის მიმართ სისხლის სამართლის საქმის დაწყებას სთხოვს. ჩანაწერს სამართალდამცველ ორგანოებს გადაუგზავნიან.

თბილისის მერიაში აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარს ამ დრომდე არ აკეთებენ.

კომენტარები