ქალაქ იერუსალიმის მერმა ნირ ბარკატმა მონაწილეობა მიიღო დანით შეიარაღებული პალესტინელის დაკავებაში, რომელმაც ქუჩაში ორთოდოქს იუდეველს მძიმე ჭრილობები მიაყენა.
მერი და მისი პირადი მცველი მანქანით მიდიოდნენ და ინციდენტს შემთხვევით შეესწრნენ. ისინი მანქანიდან გადმოვიდნენ და დამნაშავე დააკავეს. თავდამსხმელი 18 წლის პალესტინელი აღმოჩნდა, რომელიც ისრაელში უკანონოდ იმყოფებოდა.
თავდასხმის მსხვერპლი ჰოსპიტალშია მოთავსებული, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.





