დემოკრატიის ჟანგბადი

ნადირაშვილი: ივანიშვილი კაპრიზების დასაკმაყოფილებლად ხალხის ფულს ხარჯავს

ენმ

ბიძინა ივანიშვილის არასამთავრობო ორგანიზაციის - „დემოკრატიის ჟანგბადის“ ხელმძღვანელი ლევან ჯაში ორ სახელმწიფო სამსახურში მუშაობს, - ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის წევრმა ირმა ნადირაშვილმა განაცხადა.

ნადირაშვილის თქმით, ივანიშვილი საკუთარი კაპრიზების დასაკმაყოფილებლადაც კი საკუთარ თანხებს არ ხარჯავს და დემოკრატიის ჟანგბადის შესანახად ფულს საქართველოს მოსახლეობას ართმევს.

ნადირაშვილის განცხადებით, ლევან ჯაშმა 2013-2014 წლებში შს სამინისტროდან 19 678, ხოლო აჭარის მთავრობიდან 48 612 ლარი მიიღო.

ნადირაშვილი მოუწოდებს პროკურატურას, დაინტერესდეს ამ საქმით.

„იმ ბრალდებით, რომ ბიუჯეტის თანხები გამოიყენეს პარტიული ინტერესებისთვის, ამ ეტაპზე საპყრობილეში სხედან ვანო მერაბიშვილი და გიგი უგულავა. ჩვენ მივმართავთ პროკურატურას, დაიწყოს ამ საქმის გამოძიება“, - განაცხადა ნადირაშვილმა.

ნადირაშვილის თქმით, ეს არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოში თავისუფალი სიტყვის, მედიაექსპერტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების გაკონტროლებას ცდილობს.

კომენტარები