მთავრობის სხდომა

ჯაფარიძე: ჩვენ კანონით გვაქვს უფლება დავაკვირდეთ, როგორ მუშაობს მთავრობა

ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აღმასრულებელი მდივნის ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, მისთვის გაუგებარია, რატომ არ მისცეს მთავრობის სხდომაზე შესვლის უფლება. მისი თქმით, ის და სერგო რატიანი არ აპირებდნენ არცერთი საკითხის დაყენებას, მხოლოდ აინტერესებდათ, რაზე მსჯელობს მთავრობა.

„ჩვენ, როგორც პარლამენტარებს, გვაქვს უფლება, რომ დავესწროთ. არ არის საუბარი განხილვაში მონაწილეობაზე. ჩვენ არ ვაპირებდით არცერთი საკითხის დაყენებას, მხოლოდ გვაინტერესებდა, რაზე მსჯელობს მთავრობა იმ ვითარებაში, რაც არის შექმნილი ქვეყანაში. თუ სურვილი ექნებოდათ, მხოლოდ ამ შემთხვევაში, ჩვენ გვქონდა მოტანილი ჩვენი კონკრეტული გეგმა იმასთან დაკავშირებით, როგორ უნდა მოხდეს ქვეყნის ეკონომიკური კრიზისიდან გამოყვანა. არანაირი უფლება, რომ არ შევეშვით და არ მოეცათ უფლება, რომ უბრალოდ, ვუყუროთ, რას აკეთებს მთავრობა, არა აქვთ. ჩვენ ვართ მოსახლეობის მიერ არჩეული და კანონით გვაქვს მინიჭებული ეს უფლება, რომ დავაკვირდეთ, როგორ მუშაობს მთავრობა, მათ შორის, კონკრეტულად, შეკრების დროსაც”, - განაცხადა ჯაფარიძემ.

ნაციონალური მოძრაობის წევრებს მთავრობისთვის იმ 36-პუნქტიანი სამოქმედო გეგმის გადაცემა სურდათ, რომელიც პარტიამ ქვეყნის ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლისთვის მოამზადა.

კომენტარები