ლარის კურსი

ბაქრაძე: თუ ლარი ჩამოგვეშალა, გვერდზე დაგვრჩება პარტიაც და ოცნებაც

მე მოვუწოდებ საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობას, ხვალ ქუთაისში გვაქვს პარლამენტის პლენარული სხდომა. მე მზად ვარ ნებისმიერ წუთს, ხვალ, უმრავლესობის თანხმობის შემთხვევაში, ერთად დავსხდეთ და ერთად გავიაროთ ეს გეგმა. როგორც პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე დეპუტატებმა, ვისაუბროთ არა აბასტრაქტულ თემებსა და ფეხბურთის თამაშზე, არამედ ვისაუბროთ იმაზე, თუ რა გავუკეთოთ ჩვენს მოსახლეობას. თუ უმრავლესობა იქნება თანახმა, მზად ვართ დავსხდეთ ყოველგვარი პარტიულობის დავიწყებით და ვისაუბროთ ეკონომიკური კრიზისიდან გამოსასვლელ გეგმაზე, დღეს მთავარია ის, თუ რა ხდება ჩვენს ეკონომიკაში, იმიტომ რომ თუ ლარი ჩამოგვეშალა, გვერდზე დაგვრჩება პარტიაც, ოცნებაც და დავბრუნდებით 90-იან წლებს. ვწუხვარ, რომ ხელისუფლებას არ შეუძლია და არ უნდა ეს რეალობა ბოლომდე გაიაზროს.

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე ლარის გაუფასურებაზე.

კომენტარები