ტრანსპორტი

2014 წელს რკინიგზის და ბათუმის ნავსადგურის ტვირთბრუნვა შემცირდა

batumiport.com

საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მონაცემების მიხედვით, გასულ წელს საქართველოს რკინიგზის ტვირთბრუნვა 8%-ით შემცირდა. 2013 წელს საქართველოს რკინიგზის ტვირთბრუნვა 18,2 მილიონ ტონას შეადგენდა, ხოლო 2014 წელს 16,7 მილიონი ტონა გახდა. ასევე 10%-ით შემცირდა რკინიგზის მიერ გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობა.

რკინიგზის ტვირთბრუნვის შემცირება ბათუმის პორტის ტვირთბრუნვის შემცირების ერთ-ერთი მიზეზია. გასულ წელს ბათუმის საზღვაო ნავსადგურში გადამუშავებული ტვირთების მოცულობამ 6,3 მილიონი ტონა შეადგინა, რაც 2013 წლის მაჩვენებელზე 25%-ით ნაკლებია. ბათუმის პორტში კონტეინერების ბრუნვა 15%-ით არის შემცირებული. წინა წელთან შედარებით, ყულევის საზღვაო ტერმინალის ტვირთბრუნვა უცვლელია.

2014 წელს ქართული ტრანსპორტის სექტორში ყველაზე მაღალი ზრდა ფოთის საზღვაო ნავსადურში დაფიქსირდა, აქ არსებული ტვირთბრუნვა 2013 წელთან შედარებით 16%-ით არის გაზრდილი. ფოთში ამდენითვე არის გაზრდილი კონტეინერების ბრუნვა. სულ გასულ წელს ფოთის ნავსადგურში გადაზიდულ იქნა 384 ათასი TEU ერთეული კონტეინერი.

კომენტარები