გიგი უგულავას საქმე

უგულავას აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე მსჯელობა 18 თებერვალს გაგრძელდება

გიგი უგულავას აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საკითხზე მსჯელობა 18 თებერვალს გაგრძელდება. როგორც ტაბულას კორესპონდენტი თბილისის საქალაქო სასამართლოდან იუწყება, ბრალდების მხარემ პოზიციის ჩამოსაყალიბებლად დრო ითხოვა.

ცნობისთვის, დაცვის მხარე გიგი უგულავასთვის აღკვეთის ღონისძიება პატიმრობის გირაოთი შეცვლას ითხოვს. უგულავას წინასწარი პატიმრობის 9-თვიანი ვადა აპრილში იწურება. 

დღევანდელ სასამართლო პროცესზე განცხადება თავად გიგი უგულავამაც გააკეთა. მისი თქმით, გათავისუფლების იმედი არ აქვს და იმ შემთხვევაშიც კი, თუ დაცვის მხარის შუამდგომლობა დაკმაყოფილდება, მას ახალ ბრალს მალევე წარუდგენენ და საპატიმროში დააბრუნებენ. 

კომენტარები