ბიძინა ივანიშვილი

ივანიშვილი: ვიფიქრე, ალასანიას სიტყვა ბოკერიამ ხომ არ დაუწერა?

სამწუხაროა, რომ ირაკლი ალასანია და მისი პარტია ნელ-ნელა არგუმენტებზე უარს ამბობენ და მათი გამონათქვამები ნაციონალური მოძრაობის რიტორიკას ემსგავსება. პირადი პატიმრებიო, რომ ამბობენ, რა მქონდა ირაკლი ალასანიასთან პირადული? კონკურენტად რომ აღვიქვამდი, ამ განცხადებას მხოლოდ იუმორით თუ ვუპასუხებ - კონკურენტის იმდენად მეშინოდა, რომ თანამდებობა სწრაფად დავტოვე?! რამდენად საინტერესო იყო ეს პოსტი ჩემთვის და რამდენად ვეჭიდავებოდი პრემიერობას, ეს ჩემი ქმედებებით კარგად აიხსნება. თანაგუნდელებმა და მთავრობის წევრებმა კარგად იციან, ალასანიას რისთვის ვაკრიტიკებდი.... წავიკითხე ირაკლი ალასანიას ორი ინტერვიუ, რომელიც ბოკერიას განცხადებებისგან არაფრით განსხვავდებოდა. ისიც კი ვიფიქრე, ალასანიას სიტყვა ბოკერიამ ხომ არ დაუწერა-მეთქი...

საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი, კვირის პალიტრისთვის მიცემულ ინტერვიუში, ირაკლი ალასანიას ბრალდებების შესახებ.

კომენტარები