კრიზისი უკრაინაში

პესკოვი: რუსეთი უკრაინაში კონფლიქტის დარეგულირების გარანტია და არა მხარე

telegraph.co.uk

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის დმიტრი პესკოვის განაცხადებით, რუსეთი უკრაინაში არა კონფლიქტის მხარე, არამედ მისი დარეგულირების გარანტია. პესკოვის თქმით, რუსეთს მინსკში მოღწეული შეთანხმების რეალიზაციაზე რაიმე ვალდებულებები არ ეკისრება და მოსკოვი კონფლიქტის მხარეებმა შუამავლად მოიწვიეს. ამავე დროს, პესკოვის განცხადებით, რუსეთს მინსკის შეთანხმების ყველა პუნქტის შესრულების იმედი აქვს.

უკრაინის პრეზიდენტმა კი განაცხადა, რომ მშვიდობა ჯერ კიდევ შორსაა და შეთანხმებასთან დაკავშირებით რაიმე ილუზიები არ გააჩნია.

"არავის აქვს იმის რწმენა, რომ მინსკში ხელმოწერილი ყველა პირობა შესრულდება", - თქვა პოროშენკომ. თუმცა მას იმედი აქვს, რომ სიტუაცია დეესკალაციისკენ წავა.

სამშვიდობო შეთანხმების მიუხედავად, ვითარება კიდევ უფრო დაიძაბა ქალაქ დებალცევოს გარშემო, რომლის ალყაში მოქცევას პრორუსი სეპარატისტები ცდილობენ. უკრაინული წყაროების ცნობით, უკრაინელი სამხედროები მთავარ ტრასაზე სეპარატისტების მიერ დაკავებულ პოზიციებს უტევენ, თუმცა გზის გახსნა ჯერ ვერ მოხერხდა. ბრძოლებში რეგულარული რუსული ნაწილები მონაწილეობენ. უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, 15 თებერვლამდე, როცა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი უნდა ამოქმედდეს, სეპარატისტები დებალცევოსა და მარიოუპოლის აღებას გეგმავენ.  

კომენტარები