თბილისის მერია

ვინც მიწისქვეშა გადასასვლელში განცხადებას განათავსებს, დაჯარიმდება

მიწისქვეშა გადასასვლელების დანაგვიანებისთვის მოქალაქეები დაჯარიმდებიან, - ეს განცხადება დავით ნარმანიამ თბილისის მთავრობის სხდომაზე გააკეთა.

მისი თქმით, მიწისქვეშა გადასასვლელებში, ასევე, ზოგიერთ საზოგადოებრივ ადგილას სხვადასხვა სახის პლაკატისა და საინფორმაციო მასალების განთავსებისთვის მოქალაქე პირველ შემთხვევაში 50, განმეორების შემთხვევაში კი 500 ლარით დაჯარიმდება. ნარმანიასვე ინფორმაციით, კულტურული მემკვიდრეობის ობიექტებზე ასეთი განცხადების განთავსების შემთხვევაში ჯარიმა 1 000 ლარი იქნება.

კომენტარები