ე.წ. კორტების საქმე

ე.წ. კორტების საქმეზე დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიებას დღეს შეუფარდებენ

facebook.com/pages/თბილისის-საქალაქო-სასამართლო

თბილისში, 2006 წლის 2 მაისს ჩატარებული ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე დაკავებულ 11 პირს აღკვეთის ღონისძიებას დღეს შეუფარდებენ. 

პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 10:30-ზეა ჩანიშნული. ცნობილია, რომ პროკურატურა ყველა მათგანისთვის პატიმრობას ითხოვს. 

მთავარმა პროკურატურამ ე.წ. კორტების საქმე გახსნილად 2 თებერვალს გამოაცხადა და 11 პირი დააკავა. მთავარი პროკურატურის განცხადებით, ე.წ. კორტების სპეცოპერაცია ირაკლი ფირცხალავას უშუალო ხელმძღვანელობით, ალექსანდრე ხუბულოვის მიმართ პირადი დაინტერესების მოტივით დაიგეგმა. 

დაკავებულები არიან პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნები - ირაკლი ფირცხალავა, გიორგი ცააძე, ლევან ბეროძე, კახაბერ ნაკანი, გიორგი გულბიანი, ასევე სპეციალური დანიშნულების რაზმის 6 წევრი. კიდევ ერთ პირზე, კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ყოფილ მაღალჩინოსანზე, გრიგოლ კვინიკაძეზე კი ბრალდების შესახებ დადგენილება გამოიტანეს, რადგან კვინიკაძე ამ ეტაპზე საქართველოში არ იმყოფება. 

კომენტარები