პრემიერმინისტრი

პრემიერმინისტრი შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური

საქართველოს პრემიერმინისტრი დავოსში ვიზიტის ფარგლებში  შვეიცარიის  საგარეო საქმეთა მინისტრს დიდიე ბურკჰალტერს შეხვდა. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით,

შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო ორმხრივი ურთიერთობების ფართო სპექტრს, შეჯამდა შვეიცარიის, როგორც 2014 წელს ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყნის მიერ გაწეული საქმიანობა.

ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრს რუსეთთან ურთიერთობის პროცესში გაწეული შუამავლობისთვის, ასევე მიაწოდა ინფორმაცია ჟენევის და აბაშიძე-კარასინის ფორმატში მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ.

თავის მხრივ, დიდიე ბურკჰალტერმა აღნიშნა, რომ შვეიცარია საქართველოს განსაკუთრებულ პარტნიორად განიხილავს.

საუბარი შეეხო ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების არსებულ პერსპექტივას და მისი განხორციელების გზებს, განსაკუთრებით ეკონომიკური თანამშრომლობისა და საინვესტიციო მიმართულებით.

აღინიშნა, რომ მიუხდევად იმისა, რომ ეუთო-ს თავმჯდომარეობა შვეიცარიამ სერბეთს გადააბარა, 2015 წლის ბოლომდე შვეიცარიის მთავრობის მიერ დანიშნული სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში ანჯელო გნედინგერი აღნიშნულ პოსტზე საქმიანობას გააგრძელებს.

კომენტარები