ოკუპირებული ტერიტორიები

აფხაზური დელეგაცია სტამბოლში ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობს

travel-images.com

აფხაზური დელეგაცია, ე. წ. სავაჭრო-სამრეწველო პალატის ხელმძღვანელის გენადი გაგულიას ხელმძღვანელობით, სტამბოლში საერთაშორისო ტურისტულ გამოფენა " Emitt Istanbul 2015"-ს მონაწილეობის მისაღებად ჩავიდა.

სააგენტო აფსნიპრესი-ს ცნობით, დელეგაცია გამოფენაში მონაწილეობას იღებს თურქულ პარტნიორ კომპანია Akmis -თან ერთად. სოხუმს გამოფენაზე წარმოდგენილი აქვს ალკოჰოლური და საკვები პროდუქციის ფართო ასორტიმენტი, მათ შორის ღვინო და კონიაკი, თაფლი, ჩირი, შებოლილი ხორცეული და ყველი და სხვ.

გამოფენა 25 იანვრამდე გაგრძელდება.

კომენტარები