ტერაქტი პარიზში

ენმ პარიზის ტერაქტზე: სიტყვის თავისუფლებას რელიგიური ფანატიზმი ვერ დაამარცხებს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა პარიზში მომხდარი ტერორისტული აქტის გამო მწუხარებას გამოთქვამს. როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, "სიტყვის თავისუფლება კაცობრიობის უდიდესი მონაპოვარია, რომელსაც თანამედროვე შავი ჭირი - რელიგიური ფანატიზმი ვერ დაამარცხებს".

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა სამძიმარს უცხადებს დაღუპულთა ოჯახებს და ფრანგ ხალხს.

ცნობისთვის, 12 ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა პარიზში, სატირულ ჟურნალ Charlie Hebdo-ს რედაქციაზე თავდასხმის შედეგად. შეიარაღებული თავდამსხმელები რედაქციის შენობაში შეიჭრნენ და იქ თანამშრომლების მისამართით ცეცხლი გახსნეს. თვითმხილველების ცნობით, ისინი ისლამისტური შინაარსის ლოზუნგებს ყვიროდნენ. თავდამსხმელები მიიმალნენ.

აღსანიშნავია, რომ თავდასხმამდე, ჟურნალის ოფიციალური ტვიტერით ისლამური სახელმწიფოს ლიდერის, აბუ ბაღდადის კარიკატურა გავრცელდა.

თავდასხმა რედაქციაზე 2011 წელსაც მოხდა, როდესაც ჟურნალში წინასწარმეტყველ მუჰამედზე კარიკატურები დაიბეჭდა. მაშინ ოფისი დაარბიეს და დაწვეს. 

კომენტარები