ქრისტეშობა

პრეზიდენტი: დღეს ჩვენს სულებში იბადება ყველაზე სუფთა საწყისი სიყვარულის

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საშობაო ლიტურიგიას დუშეთში, წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაში დაესწრო. ქვეყნის პირველმა პირმა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლს შობა მიულოცა.

"მინდა ყველას მოგილოცოთ შობის დღესასწაული. დღეს ჩვენს სულებში იბადება ყველაზე სუფთა საწყისი სიყვარულის, რომელიც ყველას შეუნდობს; რომელსაც აქვს ძალა იმისა, რომ ყველაფერზე მაღლა დადგეს; რომელსაც აქვს შემოქმედების ძალიან დიდი უნარი. ღმერთმა დიდხანს გაგვაძლებინოს ამ ძალით, დიდხანს გვატარებინოს ეს ძალა, არ დავივიწყოთ, ზურგი არ შევაქციოთ, არ ვუთხრათ მას უარი. ყველას კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

კომენტარები