ნავალნების განაჩენი

ნავალნის - პირობითი სასჯელი, მის ძმას კი, პატიმრობა შეეფარდა

AP

მოსკოვის ზამოსკვორეცკის სასამართლომ რუს ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის და მის ძმას ოლეგს ე.წ. ივ როშეს საქმეზე განაჩენი გამოუტანა. ალექსეი ნავალნის 3 წლითა და 6 თვით პირობითი სასჯელი, მის ძმას კი, სამნახევარი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

სასამართლოსთან ნავალნის მხარდამჭერები, ასევე მისი მოწინააღმდეგეები იყვნენ შეკრებილი. განაჩენი 15 იანვარს უნდა გამოცხადებულიყო, თუმცა, თარიღი გუშინ, მოულოდნელად შეიცვალა. პოლიციამ უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები მიიღო.

ძმებ ნავალნებს ბრალი თაღლითობაში ედებოდათ. გამოძიების ვერსიით, ალექსეი ნავალნიმ, რომელმაც კერძო გადამზიდავი კომპანია გახსნა და ოლეგ ნავალნიმ, რომელის რუსეთის ფოსტაში მუშაობდა, კომპანია ივ როშეს და კიდევ ერთ კერძო კომპანიას, გზავნილებზე არარეალურად მაღალი ფასების დაწესების გზით, დაახლოებთ 800 ათასი დოლარის ზარალი მიაყენეს.

წელიწადნახევრის წინ ალექსეი ნავალნის ხე-ტყის მიტაცების საქმეზე 4 წლიანი პირობითი სასჯელი შეეფარდა. მას შემდეგ იგი შინაპატიმრობაში იმყოფება. ორივე საქმეს ნავალნი პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს და თავს უდანაშაულოდ ცნობს. ნავალნის მხარდამჭერები მოსკოვში საპროტესტო აქციის ჩატარებას გეგმავენ.

კომენტარები