წინასაახალწლო პრემია

ნადირაშვილი: მთავრობა წინასაახალწლოდ საჯარო მოხელეებს პრემიებს არ ურიგებს

news.ge

"წელს პირველად საჯარო სამსახურში არ დარიგდა წინასაახალწლო პრემიები და მეცამეტე ხელფასი", - განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა ირმა ნადირაშვილმა.

ნადირაშვილის განცხადებით, მინისტრები ამ თემაზე საუბრისას ხელს იშვერენ ერთიანი ნაციონალური მოძრაობისკენ და აცხადებენ, რომ სწორედ იმის შიშით, რომ ამ თემაზე ზედმეტი საუბარი არ ყოფილიყო, მათ არ მისცეს წინასაახალწლოდ მოხელეებს არც პრემია და არც მეცამეტე ხელფასი.

ნადირაშვილის თქმით, ნაციონალური მოძრაობა უბრალო საჯარო მოხელეებისთვის მეცამეტე ხელფასისა და პრემიების მიცემის წინააღმდეგი არასოდეს ყოფილა და ისინი მინისტრებისა და მაღალჩინოსნების მაღალ პრემიებს აპროტესტებდნენ. ნადირაშვილის თქმით, ენმ მოუწოდებს მთავრობას, ახალ წლამდე ყველა საჯარო მოხელეს პრემიები დაურიგოს.

"ჩვენ მოვუწოდებთ მთავრობას, კიდევ არის საკმარისი დრო დარჩენილი დღეს და ხვალ ხაზინა არის ღია, ჩვენ ვიცით რომ ბიუჯეტში არის დაუხარჯავი მილიონები და ჩვენ მოვუწოდებთ მთავრობას, ყველა საჯარო მოხელეს დაურიგოს მეცამეტე ხელფასი და წინასაახალწლო პრემია. ჩვენ ვეწინააღმდეგებით იმას, რომ ეს პრემია კიდევ ერთხელ აიღოს მინისტრმა, მისმა მოადგილეებმა, დეპარტამენტის ხემძღვანელებმა, მაგრამ აუცილებლად ვთვლით, რომ რიგითმა მოადგილეებმა აიღონ პრემია და შეძლონ ღირსეულად შეხვდნენ ახალ წელს“, - განაცხადა ნადირაშვილმა.

კომენტარები