ე.წ. კაბელების საქმე

ე.წ. კაბელების საქმეზე ადვოკატებმა საქალაქო სასამართლოს განჩინება გაასაჩივრეს

"კვირას" პრესკლუბი

თავდაცვის სამინისტროს დაკავებული ყოფილი მაღალჩინოსნების ადვოკატებმა საქალაქო სასამართლოს განჩინება გაასაჩივრეს. ადვოკატის შუამდგომლობა 5 ბრალდებულის თავდებობით გათავისუფლების მოთხოვნის შესახებ, სასამართლომ დაუშვებლად ცნო. ადვოკატ ლევან სამუშიას თქმით, სააპელაციო სასამართლომ საჩივრის დასაშვებობის საკითხი საჩივრის მიღებიდან, 24 საათიან ვადაში უნდა გადაწყვიტოს.

თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებს თავდებში 40-მდე ცნობილი პირი, მათ შორის პარლამენტარები და ხელოვანები უდგებიან.

მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს ხუთი მაღალჩინოსანი 28 ოქტომბერს დააკავა. მათ სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 4 102 872 ლარის გაფლანგვა ედებათ ბრალად.

კომენტარები