ტურიზმი

ეკონომიკის სამინისტრო ბათუმი თაუერის სასტუმროდ გადაკეთებისთვის ინვესტორს ეძებს

Getty Images

ეკონომიკის სამინისტრო კვლავ აგრძელებს ბათუმი თაუერის შენობისთვის კომერციული დანიშნულების მოძიებას. ეკონომიკის მინისტრის მოადგილის ქეთევან ბოჭორიშვილის თქმით შენობის სასტუმროდ გადაკეთების შესაძლებლობაც განიხილება.

ბათუმი თაუერი 2011-2013 წლებში აშენდა და ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტისთვის იყო გათვლილი, მაგრამ აღნიშნული პროექტის შეჩერების შემდეგ შენობა უფუნქციოდ არის დარჩენილი.

ეკონომიკის სამინისტროში განმარტავენ, რომ შენობის სასტუმროდ გადაკეთების პროექტი საკმაოდ ძვირადღირებული პროცესი იქნება, რისთვისაც მუშაობა სხვადსახვა პოტენციურ ინვესტორებთან მიმდინარეობს. 

 

კომენტარები