კოალიცია ქართული ოცნება

ბოკერია: ქვეყანას ივანიშვილის ფაქტობრივი ძალაუფლებიდან ჩამოცილება სჭირდება

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საგარეო ურთიერთობათა მდივნის გიგა ბოკერიას შეფასებით, "ერთადერთი თვისობრივი ცვლილება, რაც სჭირდება ჩვენს ქვეყანას, ეს არის ივანიშვილის ჩამოცილება ფაქტობრივი ძალაუფლებიდან". 

"სანამ ეს ასე არაა და სანამ ადამიანი ფორმალურ თანამდებობაზეც არაა, გაექცა  პასუხისმგებლობას და თავის წინასაარჩევნო დაპირებებს, არ აქვს არც ხედვა და არც გამოცდილება, მარტო პოლიტიკური ოპონენტების დევნით და კატასტროფული, აბსურდული ეკონომიკური გადაწყვეტილებებით, მანამდე არანაირი აზრი არ აქვს კოალიციის შიგნით გადაადგილებებს და რამე დისკუსიას", - თქვა ბოკერიამ.

კომენტარები