ლარის კურსი

პრეზიდენტის ადმინისტრაცია ეკონომიკურ გუნდს მეტი კოორდინირებისკენ მოუწოდებს

primetimenews.ge

ლარის გაცვლითი კურსის ვარდნასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ხელისუფლებას უფრო მეტად კოორდინირებული მუშაობისკენ მოუწოდებს, რათა ეროვნული ვალუტის ინფლაციის მოლოდინმა ქვეყანაში ლარის კურსის შემდგომ გაუფასურებას არ შეუწყოს ხელი. ეკონომიკურ საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლის გიორგი აბაშიშვილის თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაცია მუდმივ კონტაქტშია მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან და ეროვნულ ბანკთან.

5 დეკემბრის ოფიციალური მონაცემებით, ერთი დოლარი 1.89 ლარი ღირს, თუმცა, ვალუტის გადამცველ ჯიხურებში მისი ფასი რამდენიმე თეთრით მეტია.

კომენტარები