დაცული ტერიტორიების სააგენტო

გიორგი სიგუა დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილედ დაინიშნა

გიორგი სიგუა
economy.ge

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი სიგუა, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის გიორგი შოვნაძის მოადგილედ დაინიშნა. ცნობისთვის, გიორგი შოვნაძე გარემოს დაცვის ყოფილმა მინისტრმა ხათუნა გოგალაძემ გაათავისუფლა, თუმცა ერთი კვირის წინ, ის სასამართლომ თანამდებობაზე აღადგინა.

გიორგი სიგუას თქმით, მას პოსტი სააგენტოს ხელმძღვანელობამ შესთავაზა, თუმცა ის კონკრეტული თანამდებობის პირის დასახელებისაგან თავს იკავებს.

"ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობიდან მე წამოვედი 4 აგვისტოს. დღეს უკვე გასულია 4 თვე. მინდა, ვისაუბრო და ვიფიქრო მხოლოდ მომავალზე და წარსულში დაბრუნება არც მე არ მინდა და არც თქვენ არ გირჩევთ", - აცხადებს სიგუა.

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი სიგუა დაკავებული თანამდებობიდან 4 აგვისტოს გათავისუფლდა. მის სახელს უკავშირდება ანაკლიაში კაზანტიპის ფესტივალის ორგანიზება.

 

კომენტარები