წუხელ მარნეულში ტექნიკის მაღაზია გაქურდეს. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მარნეულის შტაბის ინფორმაციით, წაღებულია დაახლოებით 50 ათასი ლარის ოდენობის ტექნიკა, თუმცა, შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ჯერჯერობით, არ არის დადგენილი, ზუსტად რა რაოდენობის ზიანი მიადგა მაღაზიას. ამასთან, ენმ-ის მარნეულის შტაბის ცნობით, იმის გამო, რომ მარნეულის რაიონში ღამე დენი არ იყო, მაღაზიაში დამონტაჟებულმა სიგნალიზაციამ არ იმოქმედა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში ტაბულას უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.





