ენმ: ზედელაშვილმა ხელფასის და დანამატის სახით 18 თვეში 235 538 ლარი მიიღო

საპარლამენტო უმცირესობის წევრის ირმა ნადირაშვილის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიორგი ზედელაშვილმა წელიწად-ნახევარში ხელფასის და დანამატის სახით 235 538 ლარი აიღო. ნადირაშვილმა ზედელაშვილის მიერ მიღებული შემოსავალი თვეების მიხედვით გაასაჯაროვა. მისივე თქმით, ერთიან ნაციონალურ მოძრაობას ალექსანდრე ჭიკაიძის წინააღმდეგ სასამართლოში შეაქვთ სარჩელი, რადგან არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, შსს თანამდებობის პირთა პრემიებისა და სახელფასო დანამატების შესახებ საჯარო ინფორმაცია არ გასცა.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ინფორმაციით, შს მინისტრის მოადგილის გიორგი ზედელაშვილის ხელფასი და დანამატი თვეების მიხედვით შემდეგნაირად გამოიყურება:

2013 წელი:

  • აპრილი - 7 775 ლარი
  • მაისი - 7 775
  • ივნისი - 7 775
  • ივლისი -7 775
  • აგვისტო - 9 025
  • სექტემბერი - 9 025
  • ოქტომბერი - 9 025
  • ნოემბერი - 9 025
  • დეკემბერი - 17 330

2014 წელი:

  • იანვარი - 21 178 ლარი
  • თებერვალი -14 829
  • მარტი - 14 829
  • აპრილი - 14 829
  • მაისი - 36 763
  • ივნისი - 12 157
  • ივლისი - 12 160
  • აგვისტო - 12 160
  • სექტემბერი - 12 160

კომენტარები