პრემია

ენმ: რვა თვეში კულტურის მინისტრის მოადგილეებზე 70 000 ლარი პრემია გაიცა

Irma Nadirashvili/fb.com

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ინფორმაციით, რვა თვის განმავლობაში კულტურის მინისტრის მოადგილეების პრემიამ და სახელფასო დანამატმა ჯამში 70 000 ლარზე მეტი შეადგინა. ენმ-ის მონაცემებით, 2014 წლის იანვარ-აგვისტოში მანანა ბერიკაშვილმა პრემიის და დანამატის სახით 23 040 ლარი მიიღო, ალექსანდრე მარგიშვილმა - 26 816 ლარი, ხოლო ბადრი ბაგრატიონმა 22 740 ლარი.

აღსანიშნავია, რომ ალექსანდრე მარგიშვილი და ბადრი ბაგრატიონი 2014 წლის ივლისის შემდეგ აღარ არიან კულტურის მინისტრის მოადგილეები.

კომენტარები