მოსკოვისა და ცხინვალის ხელშეკრულება

ცხინვალში აცხადებენ, რომ მოსკოვთან ხელშეკრულება მათ უსაფრთხოებას გააძლიერებს

ბორის ჩოჩიევი

"ცხინვალი მოსკოვთან ინტეგრაციის შესახებ ახალი ხელშეკრულების გაფორმებას აპირებს, რომელიც პირველ რიგში უსაფრთხოების და სამხედრო სფეროში თანამშრომლობას ითვალისწინებს", - ამის შესახებ რუსულ სააგენტო Itar-Tass-ს სამხრეთ ოსეთის ე. წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ბორის ჩოჩიევმა განუცხადა.

ჩოჩიევის თქმით, დოკუმენტზე მუშაობა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ერთად მიმდინარეობს. "სამხრეთ ოსეთისთვის უსაფრთხოების საკითხი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ახალი ხელშეკრულება კი, მის განმტკიცებას ხელს შეუწყობს", - განაცხადა ჩოჩიევმა.

კომენტარები