ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საგარეო ურთიერთობათა მდივნის გიგა ბოკერიას შეფასებით, პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა 15 ნოემბრის აქციის გზავნილი ნაწილობრივ მაინც გაიგო. ბოკერია პრემიერის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, "ის, რაც ახლა უკრაინაში ხდება, ჩვენი 2008 წლის ომის გაგრძელებაა".
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საგარეო ურთიერთობათა მდივნის თქმით, საქართველოს დღეს ისტორული მომენტი აქვს.
"ერთი მხრივ, ძალიან სარისკო და მეორე მხრივ, შესაძლებლობებით სავსე. ამ მომენტით უნდა ისარგებლოს საქართველომ და წაიწიოს ფუნდამენტურად წინ, ევროლოატანტიკური ინტეგრაციის გზაზე და რუსეთის წინააღმდეგ ერთიანი ფრონტის დაფიქსირების თვალსაზრისით. ამას მოველით ჩვენ მთავრობისგან. თუ ეს არ მოხდება, ჩვენ რამდენიმე დღის წინ ვნახეთ ქართული საზოგადოების ძალიან ხმამაღალი და მკაცრი გზავნილი ივანიშვილის მთავრობის მიმართ, ამ საკითხებთან დაკავშირებით და ეს გზავნილი კიდევ უფრო გამკაცრდება. იმედი მაქვს, რომ ამ შემთხვევაში ღარიბაშვილმა ეს გზავნილი ნაწილობრივ მაინც გაიგო" - თქვა ბოკერიამ.





