დემონსტრაცია უნგრეთში

უნგრეთში დემონსტრანტებმა კორუფცია და პრორუსული პოლიტიკა გააპროტესტეს

EPA

ათიათასობით უნგრელმა ბუდაპეშტის პარლამენტის შენობის წინ გამართულ საპროტესტო აქციაში მიიღო მონაწილეობა. დემონსტრანტებმა ქვეყნის პრემიერის ვიქტორ ორბანის გადადგომა მოითხოვეს. აქციის მონაწილეთა ნაწილი პარლამენტის შენობის შტურმით აღებას შეეცადა, მათ ხელი სპეცრაზმელებმა შეუშალეს. გამოსვლების  მთავრი მიზეზი მთავრობაში კორუფციისა და პრორუსული პოლიტიკის წინააღმდეგ პროტესტი გახდა. რამდენიმე უნგრელი მაღალჩინოსანი, რომელთა მიმართ  კორუფციასთან დაკავშირებული ეჭვები არსებობს, შეერთებულმა შტატებმა შავ სიაში მოაქცია და მათ წინააღმდეგ სანქციები შემოიღო. თუმცა ისინი თანამდებობებზე მაინც რჩებიან. პროტესტის ორგანიზებაში ოპოზიციურ პარტიებს მონაწილეობა არ მიუღიათ.

"მიმაჩნია, რომ უნგრეთი ევროკავშირის ნაწილი უნდა იყოს, მე მჯერა ევროპული ფასეულობების, მჯერა, რომ მთავრობა უნდა იყოს თავისუფალი კორუფციისგან. მიმაჩნია, რომ ორბანის პრორუსული პოლიტიკა აბსოლუტურად არასწორია. უნგრეთი დასავლური ცივილიზაციის ნაწილი უნდა იყოს და ჩვენ პროტესტი უნდა გამოვხატოთ, რათა ეს ასე დარჩეს", - აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

კომენტარები