Forbes Georgia-ს განცხადებით, რედაქციას იუსტიციის სამინისტროს აპარატიდან დაურეკეს და "გადმოგვცეს მინისტრის, თეა წულუკიანის „მითითება“, აღარ გავუგზავნოთ ჟურნალი, რომელიც აქამდე სამინისტროს ყოველთვიურად ეგზავნებოდა".
Forbes Georgia აღნიშნავს, რომ თანამშრომლის კითხვას – ბოლო ნომრის ყდა ხომ არ გახდა ამის მიზეზი? - მინისტრის თანაშემწემ, ნონა მეტრეველმა უპასუხა - "არა მარტო“. მეტრეველის თქმითვე, "ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მინისტრი უარს ამბობს რომელიმე ბეჭდური გამოცემის მიღებაზე".
შეგახსენებთ, რომ Forbes Georgia-ს ბოლო, ნოემბრის ნომრის ყდაზე ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია გამოსახული.





