გიორგი მარგველაშვილის ინტერვიუ

პრეზიდენტი: სამი პროდასავლელი მინისტრის წასვლა იოლი თემა არ არის

საბოლოო ჯამში ეს ვითარება იყო არასასიამოვნო ქვეყნისთვის, რამაც გამოიწვია სამი მინისტრის წასვლა ხელისუფლებიდან. სამი მინისტრის, რომელსაც ნათლად და მკვეთრად ჰქონდათ პროდასავლური მინისტრების იმიჯი და ამასთან ერთად მათ ჰქონდათ ძალიან სერიოზული და კარგი კავშირები დასავლეთთან. ეს რესურსი დღეს იმედი მაქვს, რომ ეფექტურად ჩანაცვლდება, მაგრამ ეს არის სერიოზული საკითხი, რომ სამი მინისტრის წასვლა არ არის იოლი თემა. ეს იყო სამი ძალიან მნიშნველოვანი რესურსი და იმიჯისთვისაც ძალიან მნიშნველოვანი იყო, რომ ეს მინისტრები პროდასავლელი პოლიტიკოსები არიან. ეს არის პრობლემური. 

კომენტარები