გიორგი მარგველაშვილის ინტერვიუ

პრეზიდენტი: საქართველო ზღვაზე გასასვლელით არის გასაღები მთელი აზიისთვის

გიორგი მარგველაშვილი
facebook.com/Margvelashvili

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის შეფასებით, საქართველოს წარმოდგენა ზღვაზე გასასვლელის არმქონე ქვეყნების კონფერენციაზე მნიშვნელოვანი იყო, რადგან საქართველომ დაანახა მსოფლიოს, რომ აზიური რეგიონებისთვის ევროპაზე გასვლის გასაღებია. 

"სწორედაც, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო საქართველოს იქ წარმოდგენა, რადგანაც ევრაზიის კონტინენტზე არსებობს სულ 14 ქვეყანა, რომელსაც არ აქვს ზღვაზე გასასვლელი. ამ 14-დან 8 არის საქართველოზე მიბმული. ეს არის კონტექსტი, რომელშიც საქართველო ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს. საქართველო არის გასაღები ქვეყანა მთელი აზიური რეგიონისთვის. ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, რომ ეს გვეთქვა მთელი მსოფლიოსთვის და წარმოგვეჩინა საქართველოს როლი, როგორც გასაღები ქვეყნის, რომლისგანაც მთელი შუა აზია პოვებს კავშირს ევროპასთან. ამის სათქმელად ვიყავი მე და არა იმის სათქმელად რომ ზღვა არა გვაქვს. ბატონმა ბიძინამ იცის, რომ ჩვენ ზღვა გვაქვს, მეც ვიცი და მთელმა მსოფლიომ იცის რომ ზღვა გვაქვს, მაგრამ რა როლს თამაშობს საქართველო იმის გამო, რომ ზღვა გვაქვს, აი ეს იყო წარმოსაჩენი" - თქვა პრეზიდენტმა.

პრეზიდენტის პასუხი მოჰყვა ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებას. ივანიშვილის თქმით, პრეზიდენტი ავსტრიაში კონფერენციაზე მხოლოდ იმიტომ წავიდა, რომ ვიზიტები უყვარს.

"საბედნიეროდ ზღვაც გვაქვს და ზღვაზე გასასვლელიც. ვიზიტები უყვარს ძალიან და გახსოვთ ვიზიტებზე მისი რამდენი სკანდალი იყო და როგორც ავსტრიაში ამ კონფერენციაზე ვიზიტისთვის წავიდა" - განაცხადა ივანიშვილმა.

კომენტარები