ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ

ივანიშვილი: ტენდერის თემაზე ალასანია კითხვებზე პასუხს ვერ მცემს

ბიძინა ივანიშვილი

ტენდერის თემაზე კითხვებზე ალასანია პასუხს ვერ მცემს - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.

ივანიშვილის განცხადებით ტენდერის საქმეში, რომელიც სილქნეტმა მოიგო ბევრი კითხვაა და პრობლემები ზედაპირზევე ჩანს.

„ტენდერს აცხადებს თავდაცვის სამინისტრო მაგისტრალის გაყვანაზე. პირველი კითხვა იქვე ჩნდება, რათ უნდა თავდაცვის სამინისტროს ეს მაგისტრალი? ცხადდება ტენდერი, მხოლოდ ცხრა დღე აქვთ კომპანიებს და სად ეჩქარებოდა თავდაცვის სამინისტროს გაუგებარია. ორი წვერი აქვთ ამ მაგისტრალიდან და ყოფნით, შეუძლიათ სტრატეგიულად, პერსპექტივისთვის დაგეგმონ უფრო მეტი ოთხი ან რვა, მაგრამ არა მაგისტრალი რაც წარმოუდგენელია.“ - განაცხადა ივანიშვილმა.

მისი თქმით  არსებობს პრეცენდენტი, როდესაც ბატიაშვილი ღარიბაშვილის მოადგილე იყო, მისი ხელით უფასოდ არის აღებული ეს წვერები ინტერნეტპროვაიდერისგან დელტა კომისგან შს სამინისტროსთვის. ივანიშილი განმარტავს, რომ უფასოდ იმიტომ კი არა, რომ პოლიციამ ზეწოლა განახორციელა, არამედ იმიტომ რომ ასეთი რამე ნორმალურია ბიზნესში. იმიტომ რომ ასეთი სარფიანი კლიენტი დაისაკუთრო, მას აძლევ გარკვეულ „გოტებს“.

ივანიშვილის თქმით, ამ თემაზე მეორე მნიშნელოვანი საკითხია თუ რატომ იჩქარა ალასანიამ ფულის გადარიცხვა სილქნეტისთვის.

„ხუთი მილიონი რომელიც მიიღო ალასანიამ სარეზერვო ფონდიდან მეორე დღესვე ერიცხება სილქნეტს, კიდევ ორი კვირის შემდეგ კი ასე ვთქვათ დანარჩენი კონტრაქტის, დაახლოებით 97%.  სად ეჩქარებოდა? რისთვის გადაირიცხა ამხელა თანხა ასე სწრაფად წელიწადნახევრით ადრე?“ - განაცხადა ყოფილმა პრემიერმინისტრმა.

ივანიშვილის თქმით, მაშინ როცა ტყვია-წამლის ფული არ აქვს და უჭირს სამინისტროს რატომ იჩქარა მთლიანად ფულის დაავანსება.

„რომ არც არსებულიყო მეზობელი კომპანია და უბრალოდ გარანტია მიეცა თავდაცვის სამინისტროს სილქნეტისთვის, ეს უკვე დიდი წახალისება იქნებოდა. ამხელა ავანსის გადარიცხვა აბსოლუტურად წარმოუდგენელია“ - განაცხადა ივანიშვილმა.

მისი თქმით, ეს ყველაფერი პროკურატურის განცხადებაში ჩანს და მას ანალიზი ჭირდება, რომელიც მას არავისგან მოუსმენია და თავად ცდილობს ანალიზის გაკეთებას.  

ივანიშვილი დასძენს, რომ თავდაცვის სამინისტრომ ტენდერი სხვა რამეზე გამოაცხადა და საბოლოოდ კონტრაქტი სხვა რამეზე დაიდო. 

კომენტარები