მე მაინტერესებს, დღევანდელი მთავრობა რით ასაბუთებს, რომ ევროპული კურსი აქვს აღებული. იმით, რომ ორი წელია ვცდილობთ მოსმენების მანკიერი პრაქტიკის და კანონის შეცვლას და ვერ ვახერხებთ ევროკავშირის უამრავი მოწოდების მიუხედავად; იმით, რომ ქვეყანაში კვლავ არსებობს ოდრ-ების მანკიერი პრაქტიკა, რომელიც არ შეცვლილა; იმით, რომ არ ხდება უმცირესობების უფლებების ეფექტური დაცვა და რეგიონებში სულ უფრო ხშირად ირღვევა რელიგიური თუ ეთნიკური უმცირესობების უფლებები; იმით, რომ მმართველ კოალიციაში გაერთიანებული პოლიტიკოსები არ იკიცხებიან ქსენოფობიური და ჰომოფობიური განცხადებებისთვის; იმით, რომ არასამთავრობოებს ძირგამომთხრელებს უწოდებენ და მათ დისკრედიტაციას ცდილობენ; იმით, რომ არ ცვლიან უსამართლო საარჩევნო სისტემას; იმით, რომ მედიასაშუალებების სარედაქციო პოლიტიკას საჯაროდ აკრიტიკებენ და მიუთითებენ, რა და როგორ გააშუქონ (ეს ტენდენცია არჩევნების შემდეგ არ შეიმჩნეოდა და მიღწევა იყო, ახლა კი ასეთი შემთხვევები გახშირდა); იმით, რომ გაუმართლებლად მკაცრი სავიზო რეგულაციები შემოიღეს, რითაც პრობლემები ევროკავშირის მოქალაქეებსაც კი შეუქმნეს (ეს არ ყოფილა ევროკავშირის მოთხოვნა); იმით, რომ ქვეყანაში არსებობს მმართველობის არაფორმალური სისტემა?! თუ გონიათ ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა მხოლოდ მათი დამსახურებაა, ეს არ არის სწორი. ამის მისაღწევად დიდი ხანია მუშაობენ კონკრეტული ადამიანები მთავრობებსა და ორგანიზაციებში და მთლიანად საზოგადოება. არცერთი ადამიანის წვლილი ნებისმიერი დროის პერიოდში არ უნდა დავივიწყოთ. აქვე გასათვალისწინებელია საერთაშორისო კონტექსტიც. სამწუხაროდ, წლებია ამ ქვეყნის მთავრობები საჯაროდ აცხადებენ ევროპული კურსის ერთგულების შესახებ, მაგრამ ამავდროულად წარსულის მანკიერ გადმონაშთებზე უარს ვერ ამბობენ და ხშირად ქვეყნისთვის საზიანოდ მოქმედებენ. წინა ხელისუფლებებსაც ვგულისხმობ ამ ყველაფერში. მე მგონი, უნდა დასრულდეს ცარიელი სიტყვებისა და დაპირებების დრო და საქმით დამტკიცდეს ქვეყნის და მთავრობის ევროპული კურსი
საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
გიგაური: ქვეყნისა და მთავრობის ევროპული კურსი საქმით უნდა დამტკიცდეს
tbl.ge/e56
დაკოპირდა
განაცხადა საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა, facebook-ის პირად გვერდზე.
ამავე თემაზე
- TI: 2020 წლის შემდეგ მედიის წარმომადგენლებზე ძალადობის მინიმუმ 120 შემთხვევა დავთვალეთ
- TI: ოცნების შემომწირველებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა 158 მლნ-ის ტენდერები მოიგეს
- TI: საზოგადოების 48% მიიჩნევს, რომ საქართველოში გავრცელებულია პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრება
- თანამდებობის პირების ოჯახის წევრები საჯარო სამსახურში — TI-ის ახალი კვლევა
- TI-ის კვლევა: ხელისუფლების "პიარისათვის" საბიუჯეტო დანახარჯები გაზრდილია