კრიზისი კოალიციაში

პეტრიაშვილი: პრემიერის განცხადება არის მცდარი აღქმა ჩვენი გადადგმული ნაბიჯების

ძალიან ვწუხვარ, რომ ასეთი განცხადება გააკეთა პრემიერმინისტრმა. პოლიტსაბჭოზეც იქნება ალბათ საუბარი ამ თემაზე, მაგრამ თუ არ იქნება, ვისარგებლებ ამ შემთხვევით. ეს არის მცდარი აღქმა ჩვენს მიერ გადადგმული ნაბიჯების, ჩვენ გუშინაც განვაცხადეთ და არაფერი არ შეცვლილა მას შემდეგ. კონკრეტული, ბოლო პერიოდში განვითარებული პროცესები ნათლად აჩვენებს, რომ არის ერთი კონკრეტული სტრუქტურის, მთავარი პროკურატურის და ინდივიდუალური პიროვნებების მცდელობა, მიიტანოს შეტევა იმ რგოლზე, რომელიც არის მთავარი იმ ჯაჭვში, რასაც ჰქვია საქართველოს ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანება. ვწუხვარ ასევე, რომ პრემიერი ამ შემთხვევაში აღმოჩნდა მხარე და მისთვის უფრო მეტად დამაჯერებელი აღმოჩნდა პროკურატურის არგუმენტები, თუმცა, სასამართლო ყველაფერს დაადგენს. 

ევროპასთან ინტეგრაციის საკითხებში ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა პრემიერის განცხადება შეაფასა, რომლის მიხედვითაც, მაია ფანჯიკიძემ და ალექსი პეტრიაშვილმა არჩევანი გააკეთეს პიროვნების და არა - ქვეყნის სასარგებლოდ.

კომენტარები