კრიზისი კოალიციაში

ვახტანგ კაპანაძე: ჯარი არ ექვემდებარება არავითარ პოლიტიკურ ორთაბრძოლებს

radiotavisupleba.ge

გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძის განცხადებით, ჯარი აპოლიტიკურია და გენშტაბის უფროსი მოვალეობის შესრულებას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს. თავდაცვის მინისტრის გადაყენების შესახებ ინფორმაცია საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის დროს შეიტყო.

"ჯარი არ არის რომელიმე პოლიტიკური მხარის ნაწილი, ჯარი არის დამოუკიდებელი ორგანო, რომელიც არ ექვემდებარება არავითარ პოლიტიკურ ორთაბრძოლებს. ჩვენ გვაქვს ჩვენი ამოცანა, დანაყოფები ასრულებენ თავის ყოველდღიურ რეჟიმს. ბატონმა ალასანიამ ძალიან ბევრი გააკეთა თავდაცვის შეიარაღებული ძალებისთვის. მისი მინისტრობა შეიძლება ჩაითვალოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან ეტაპად ქართული შეიარაღებული ძალების განვითარებაში. რაც შეეხება ახალ მინისტრს, რა თქმა უნდა, კარგად ვიცნობ და მას წარმატებას ვუსურვებ", - განაცხადა კურიერთან ექსკლუზიურ ინტერვიუში ვახტანგ კაპანაძემ.

ცნობისთვის, დღეს 12:00-ზე, საქართველოს პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი თავდაცვის ახალ მინისტრს მინდია ჯანელიძეს წარადგენს. პრემიერმა ირაკლი ალასანიას გადაყენების გადაწყვეტილება გუშინ მიიღო.

კომენტარები