კრიზისი კოალიციაში

თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე იქნება

რადიო თავისუფლება

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, თავდაცვის მინისტრის პოსტს ირაკლი ალასანიას ნაცვლად, მინდია ჯანელიძე დაიკავებს. მინდია ჯანელიძე ამჟამად სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელია.

ირაკლი ღარიბაშვილმა ირაკლი ალასანია ცოტა ხნის წინ გადააყენა თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან, რის შემდეგაც მინისტრის თანამდებობა ალასანიას თანაგუნდელმა, ალექსი პეტრიაშვილმაც დატოვა. რაც შეეხება კოალიციის დატოვებას, პეტრიაშვილის თქმით ამ საკითხზე იმსჯელებენ და  გადაწყვეტილება მოგვიანებით გახდება ცნობილი. 

კომენტარები