საჯარო მოხელეები

მოხელეთა ტესტირებაზე 486 აპლიკანტიდან მინიმალური ზღვარი 196-მა გადალახა

თბილისის მერიის მოხელეთა ტესტირებაზე 486 მონაწილე აპლიკანტიდან მინიმალური ზღვარი ჯამში 196-მა გადალახა. სულ რეგისტრირებული 563 აპლიკანტიდან, ტესტირებაზე 486 გამოცხადდა.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ტესტირების მეორე ეტაპზე 244 მონაწილე პირიდან 112-მა გადალახა ზღვარი.

ბარიერის გადასალახად, ტესტირებაში მონაწილეებს 60 კითხვიდან, 45 სწორი პასუხი უნდა ჰქონოდათ.

თბილისის მერიის მოხელეთა ტესტირების პირველ ნაკადზე 242 აპლიკანტიდან ბარიერის გადალახვა 84-მა შეძლო, 158-მა ვერ მოახერხა. ტესტირება ორ მიმართულებას მოიცავდა – საქართველოს კანონმდებლობასა და ზოგად უნარებს.

ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მერიისთვის სასურველმა პირებმა ტესტების პასუხები წინასწარ იცოდნენ. შესაბამისად, კონკურსი ლეგიტიმური ვერ იქნება. 

მერიის მოხელეთა ატესტაციის მეორე ეტაპზე აპლიკანტებს გასაუბრება 7-დან 14 ნოემბრამდე ჩაუტარდებათ. 

კომენტარები