დამისახელეთ ერთი დანაპირი, რომელიც ჩვენ არ შევასრულეთ. 2 წლის განმავლობაში ჩვენ გვქონდა ძალიან რთული პერიოდი. ერთია, რა რეალობა არის წარმოჩენილი ტელევიზიებში და მეორე არის რეალობა, რომელიც დამკვიდრებულია საქართველოში. პირველი წელი იყო ძალიან რთული წელი, ეს იყო კოაბიტაციის ავადსახსენებელი პერიოდი. ყველაფრის კეთება გვიწევდა პარალელურ რეჟიმში, იქნებოდა ეს რეფორმები, პროექტები თუ ა.შ, მაშინ, როდესაც ყოფილი პრეზიდენტი და მისი გუნდი საბოტაჟს უწევდა, პარტიზანულ ბრძოლას ეწეოდა ჩვენი ხელისუფლების და ხალხის წინააღმდეგ. ამის მიუხედავად ჩვენი მიღწევები არის ძალიან შთამბეჭდავი.
tbl.ge/bmk
დაკოპირდა
განაცხადა პრემიერმინისტრმა ღარიბაშვილმა გადაცემა რეაქციაში და იგულისხმა დანაპირები.
ამავე თემაზე
- პრემიერი: დაპირებების 100%-ით შესრულება ბუნებაში არ ხდება
- ასლი ივანიშვილს: თქვენი დაპირებები 2012 წლის 5 ოქტომბრის მზესთან ერთად ჩაესვენა
- ივანიშვილი: 2030 წელი ტყუილად არ ავირჩიე და ტყუილად არ გავიკეთე ნიშანი
- ივანიშვილი: მე არ მგონია, რომ ჩვენ დაპირებების რომელიმე ნაწილი არ შევასრულეთ
- აგულაშვილი ივანიშვილის დაპირებაზე: წიწილები შემოდგომაზე დავთვალოთ