კრიზისი უკრაინაში

პოროშენკო: ტერორისტებს სურთ, ფსევდოარჩევნები ავტომატების მუქარით ჩაატარონ

www.telegraph.co.uk

ევროკავშირი მზადაა, გაამკაცროს სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, თუ მოსკოვი 2 ნოემბრისთვის სეპარატისტების მიერ დაგეგმილ ე.წ. არჩევნებს აღიარებს. ამის შესახებ რუსული გამოცემა კომერსანტი ევროპულ წყაროზე დაყრდნობით წერს. განცხადება იმის შესახებ, რომ ე.წ. არჩევნებს არ ცნობს, უკრაინის პრეზიდენტმაც გააკეთა.

"ტერორისტებს და ბანდიტებს სურთ ფსევდოარჩევნები ავტომატების მუქარით ჩაატარონ. მათ სურთ ცრუ ე.წ. ხალხის ნების დემონსტრირება. ჩემი ამოცანა დღეს არის, მივაღწიოთ მკაცრ საერთაშორისო რეაქციას, რათა ეს ფარსი 100%-ით მიუღებელი იყოს", - თქვა პოროშენკომ.

ამასთან, კონფლიქტის ზონაში პრორუსი სეპარატისტები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევას განაგრძობენ. ანტიტერორისტული ოპერაციის პრესცენტრის ცნობით, დღე-ღამის განმავლობაში ტერორისტებმა ცეცხლი 40-ჯერ გახსნეს, მათ შორის, არტილერიიდან და გრადის ტიპის დანადგარებიდან.

კომენტარები