დავით უსუფაშვილი

უსუფაშვილი: ჩვენ მეტად გვმართებს საზოგადოების მესაჭის როლში შესვლა

Jamestown.org

"ჩვენ უკვე მეტი გვმართებს,  მეტად შესვლა საზოგადოების მესაჭის როლში. ნელნელა თავი უნდა დავაღწიოთ ნაციონალებთან პაექრობას. ჩვენი მთავარი ამოცანა აღარ არის ნაციონალებთან პაექრობა ისინი ყველა შესაძლო არჩევნებში ყველაზე უფრო დამაჯერებლად დავამარცხეთ", - აღნიშნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა.

უსუფაშვილის აზრით, მთავრობას საზოგადოების მესაჭის როლში შესვლა განსაკუთრებით მას შემდეგ მართებს, რაც საარჩევნო ციკლი დასრულდა, ასოცირების ხელშეკრულებას ხელი მოეწერა და საქართველომ უელსის სამიტზე უსაფრთხოების განმტკიცების პაკეტი მიიღო. 

"ახლა ჩვენი მთავარი ამოცანაა ქვეყნის უკეთ მართვა და დემოკრატიული ინსიტიტუტების გაძლიერება. იმიტომ, რომ ნაციონალების ფიზიკურად ოთახებიდან გამოსვლა არ ნიშნავს იმას, რომ სისტემები უკვე შეიცვალა. ჩვენ სისტემური რეფორმები უნდა დავაჩქაროთ... კარგია, რომ ბიზნესი და მედია გათავისუფლდა პოლიტიკური ზეწოლისგან მაგრამ ახლა საჭიროა, რომ მედიაც და ბიზნესიც უფრო მეტაც იყოს საოზგადოების სამსახურში", - ამბობს უსუფაშვილი.

უსუფაშვილის თქმით, რესპუბლიკური პარტიის მიერ კოალიცია ქართული ოცნების დატოვება უახლოეს მომავალში მოსალოდნელი არ არის.

"რესპუბლიკური პარტიის პოზიცია რჩება უცვლელი. თუ კაოლიციის პარტნიორები მივლენ იმ დასკვნამდე, რომ ამ პოლიტიკურმა ერთობამ ამოწურა თავისი თავი ჩვენ ვიქნებით ბოლო ვინც კოალიციას დატოვებს... კოალიცია ეს არის ინსტრუმენტი და არა ამოცანა. კოალიცია საჭიროა იმსთვის, რომ ქვეყანა უკეთ მართო. ამიტომ,  ისევე როგორც ჩვენი კოლეგები გვთავაზობდნენ სხვადასხვა საკითხებზე მუშაობას და მთავრმა კოლეგამ ბიძნა ივანიშვილმა შემოგვთავაზა კოალიციის შექმნა თავის დროზე კონკრეტული ამოცანების შესასრულებლად, ჩვენ კოლეგებს ვთავაზობთ ასეთ რამეს, რომ კარგად გავიაზროთ რა ამოცანები აქვს კოლაიციას დარჩენილი ორი წლის განმავლობაში“, -ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე.

კომენტარები