ოჯახური ძალადობა

შსს: ორსული ცოლის ცემაში ბრალდებული მამაკაცი დაკავებულია

Getty Images

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ორსული ცოლის ცემაში ბრალდებული მამაკაცი ძალადობის დღესვე დააკავეს. შსს-ს ცნობით, შემთხვევა 27 ოქტომბერს მოხდა. გამოძიება სსკ-ის 118-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

პროკურატურამ სასამართლოს შუამდგომლობით უკვე მიმართა და აღკვეთის ღონისძიებად წინასწარი პატიმრობა მოითხოვა.

კომენტარები