გადასახადები

გადასახადების გამო აშშ-ის მოქალაქეობაზე ათასობით ადამიანმა თქვა უარი

REUTERS

მკაცრი საგადასხადო რეგულაციების გამო, საზღვარგარეთ მცხოვრებმა ასობით ამერიკელმა საკუთარ მოქალაქეობაზე უარი თქვა, - წერს Bloomberg.

იმ ამერიკელთა რიცხვი, რომელიც აშშ-ის მოქალაქეობაზე უარს ამბობს, 39%-ით გაიზარდა ივლის-სექტემბრის თვეებში. ეს პირდაპირ კავშირშია გამკაცრებულ საგადასახადო რეგულაციებთან, რომელიც საგადასახადო ორგანოებისგან ქონების დამალვას მნიშვნელოვნად ართულებს. 

1-ლი ივლისიდან აშშ-ში ძალაში შევიდა ქონების დეკლარირების ახალი, უფრო გამკაცრებული რეგულაცია. შვეიცარიულმა ბანკებმა ამერიკული საგადასახადო ორგანოებისთვის ამერიკის მოქალაქეების შესახებ ინფორმაციის მიწოდება დაიწყეს, რათა თავიდან აიცილონ სამართლებრივი შედეგები, რაც ამერიკელების ქონების დამალვას შეიძლება მოჰყვეს. გარდა ამისა, აშშ-ის საფინანსო ინსტიტუციებს დაევალათ, 30%-ის ოდენობით გადასახადი დააკისრონ იმ არაამერიკული პარტნიორი ბანკების მიერ გაკეთებულ გადარიცხვებს, რომლებიც უარს იტყვიან ამერიკელი მოქალაქის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის გადაცემაზე. 

წელს იმ ამერიკელთა რიცხვმა, რომელთაც უარი თქვეს მოქალაქეობაზე, თითქმის რეკორდულ მაჩვენებელს (2 369) მიაღწია და 2 353 შეადგინა. 

კომენტარები