ენერგეტიკა

საქართველო-აზერბაიჯანის დამაკავშირებელი მაღალი ძაბვის ხაზი რეაბილიტირებულია

საქრუსენერგოს გენერალური დირექტორი რომეო მიქაუტაძე და ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე
ენერგეტიკის სამინისტრო

ქვესადგურ გარდაბანზე 330-კილოვატიანი მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემ ხაზ გარდაბანზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულებულია. 

მიმდინარე და დასრულებული სამუშაოები ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ, საქრუსენერგოს გენერალურმა დირექტორმა რომეო მიქაუტაძემ და ენერგეტიკული კომპანიების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს. 

ეს არის სტრატეგიული მნიშვნელობის ხაზი, რომელიც აკავშირებს საქართველოს აზერბაიჯანთან, ამიტომ ავარიების შემთხვევაში და ელექტროენერგიის იმპორტისათვის ელექტროენერგია ამ ხაზით შემოგვაქვს საქართველოში, - განმარტავს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე.

კომენტარები