თეორემა

ჭიკაიძის თარგმანში დაკარგული უწყება

უკრაინის მაგალითიდან გარკვეული დასკვნები მთავრობამაც გამოიტანა. რამდენიმე თვეა ხელისუფლების წარმომადგენლები აქტიურად საუბრობენ მაიდნის საფრთხეზე. ამ განცხადებით, ნათელი გახდა რომ ნებით თუ უნებლიეთ, საქართველოს ხელისუფლება საკუთარ თავს ვიქტორ იანუკოვიჩთან აიგივებს. იანუკოვიჩი, ივანიშვილის ხელისუფლების მსგავსად წლების განმავლობაში აპატიმრებდა ოპოზიციის ლიდერებს და საუბრობდა უკრაინის პროდასავლურ კურსზე, ოღონდ მანამდე, სანამ პუტინი თითს დაუქნევდა. ოპოზიცია მაიდანზე სწორედ პროდასავლური კურსის დასაცავად გამოვიდა. საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა საბურავებს იმარაგებს და სახელმწიფო გადატრიალებისთვის ემზადება. შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ამ მიმართულებით გამოძიებაც მიმდინარეობს. დაანონსდა დამნაშავეც - ერთიანი ნაციონალური მოძრაობა.

ტაბულას ხელში ჩაუვარდა წერილი, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ საერთაშორისო საზოგადოებას დაუგზავნა - წერილში ინგლისურ ენაზე უარყოფილია ის ინფორმაცია, რომელიც ქართულ ენაზე რამდენიმე დღით ადრე მინისტრმა და მისმა მოადგილემა ამცნეს მის საზოგადოებას. საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის წარმომადგენელს, გიორგი მშვენიერაძეს ვესაუბრებით კონსტიტუციური წესრიგის მუხლით მიმდინარე გამოძიების შესახებ.

კომენტარები